აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტი

აბდომინალური ონკოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი - ლაშა თურქიაშვილი

 

აბდომინალური ქირურგია მედიცინის ის მიმართულებაა, რომელიც პასუხისმგებელია მუცლის ღრუს დაავადებების მკურნალობაზე. როგორც წესი, ეს პროცედურა მრავალი მიზეზების გამო ტარდება, რადგან დარგი მოიცავს კუჭის, ღვიძლის, პანკრეასის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, მსხვილი და წვრილი ნაწლავის, რეპროდუქციული ორგანოებისა და სხვა გართულებებს.

 

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით და აპარატურით: STORZ-ის უახლესი თაობის ენდოლაპარასკოპული ნაკრებით ქირურგიული ჩარევებისათვის, ულტრაბგერითი სკალპელით “HARMONIC”, პლაზმური ქირურგიული აპარატით  ERBE APC 300, მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით RITA, ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური და ექოსკოპიის  აპარატებით  (SIEMENS).

აბდომინალურ ქირურგიას რამდენიმე მნიშვნელოვანია დანიშნულება აქვს. პირველ რიგში, ჩარევის მიზანი სხვადასხვა დაავადებების სრული გადაჭრა და მკურნალობაა. აბდომინალური ქირურგიული პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს პროფილაქტიკის მიზნითაც, მაგალითად, პრობლემური ნაწილების მოცილება ან დაზიანებული ქსოვილების აღდგენა მოხდეს, რაც სამომავლოდ სხვადასხვა დაავადებების რისკ ფაქტორებს შეამცირებს. ზოგიერთი დაავადება ქრონიკული ხასიათისაა და განკურნებას არ ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში აბდომინალური ჩარევა თანმხლები სიმპტომების შესამსუბუქებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დიაგნოსტიკური ხასიათიც კი ჰქონდეს, რაც გულისხმობს სიმპტომების შესწავლასა და მდგომარეობის სირთულის დადგენას.

 

აბდომინალური ქირურგია თოდუას კლინიკაში მოიცავს შემდეგს

  • მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.
  • საძილე არტერიების რეკონსტრუქცია.
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები  საყლაპავის ახალაზიის და საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქრის დროს.
  • ღვიძლის ატი პიური რეზექცია, სპლენექტომია, ადრენალექტომია, ქოლეცისტექტომია, აპენდექტომია, თიაქარპლასტიკა.
  • რადიკალური, ორგანოშემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი. ონკოქირურგიული ოპერაციები:
  • ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ენდოსკოპური მეთოდითკოლექტომია, გასტრექტომია  და ჰემიკოლექტომია.
  • საყლაპავის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის - კუჭის, წვრილი და მსხვილი  ნაწლავის, სწორი ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეების, მცირე მენჯის კეთილთვისებიანი  და ავთვისებიანი პათოლოგიების დროს.
  • პანკრეატოდუოდენალური რეზექცია.
  • ბარიატრიული ქირურგიული ჩარევები ლაპარასკოპიული მეთოდით.

 

 

აბდომინალური ქირურგია გამოიყენება  იმ ფართო სპექტრის ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად,  რომლებიც გავლენას ახდენს მუცლის ღრუს ორგანოებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აპენდიციტი. აპენდიქსის ანთება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა, რაც აპენდექტომიას საჭიროებს. ამასთანავე, აბდომინალურ ქირურგიას ექვემდებარება ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, ონკოლოგიური და სხვა დაავადებები. გამომდინარე იქიდან, რომ აბდომინალური ქირურგია მოიცავს ნოზოლოგიების ფართო სპექტრს, ის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო მიმართულებაა. 

 

აბდომინალური ქირურგია ორ მთავარ მიდგომად იყოფა, ესენია ღია და ლაპარასკოპიული ქირურგიები.  ღია ქირურგია მრავალი წლის, ტრადიციული მეთოდია, რომელიც საჭირო ადგილად დიდი ჭრილობის გაკეთებას გულისხმობს. ამ მიდგომის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მკაფიო ხედვისა და ორგანოებზე მარტივი წვდომის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილობის მასშტაბებიდან გამომდინარე რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ზოგჯერ დისკომფორტთანაც კია დაკავშირებული. 

 

რაც შეეხება ლაპარასკოპიულ მეთოდს, ეს უკანასკნელი მინიმალურ ინვაზიას მოიაზრებს. იგულისხმება, რომ ოპერაცია სპეციალური ხელსაწყოს, ლაპაროსკოპის გამოყენებით მიმდინარეობს. აღნიშნული გრძელი და თხელი მინისებრი მოწყობილობაა, რომელიც აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერით, რაც ორგანოების ხილვადობას უზრუნველყოფს. ლაპაროსკოპი კანზე გაკეთებულ მცირე ნახვრეტში გადის და ქირურგიული ჩარევა ეკრანზე არსებული გამოსახულების დახმარებით იმართება.

ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციები პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმატულია,  შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდი ადვილად გადასატანი და ნაკლებად მტკივნეულია. სტაციონარში ყოფნის  პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი შედარებით მოკლე დროში უბრუნდება ცხოვრების  ჩვეულ რიტმს.

 

თოდუას კლინიკის ქირურგები აბდომინალურ ქირურგიულ პროცედურებს უმაღლესი პროფესიონალიზმით ატარებენ. უახლესი მეთოდების გამოყენება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება კი პაციენტის სრული გამოჯანმრთელების მაღალ გარანტიებს იძლევა.

გაზიარება